შს სამინისტრო ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

ხუთშაბათი, 09 მარტი, 2017 - 12:35

 შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი უძღვებოდა.

სხდომას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შემავალი უწყებების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტები, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოში შემავალ სტრუქტურებთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს.

სხდომაზე ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც ე.წ. „ქურდული სამყაროსა“ და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე მთავრობას წარუდგენს საკანონმდებლო პაკეტს ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39