ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს

ხუთშაბათი, 09 მარტი, 2017 - 15:12

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ მეუფემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობდა.

მისივე განმარტებით, მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო მას სინოდის წევრებმა გაფრთხილებაც მისცეს.

„მე მაკისრია პასუხისმგებლობა რაც ვარ ერისა და ეკლესიის წინაშე, რომ ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს. მისაყვედურეს აქტიურობის გამო. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ მთავარი თემა იყო ჩემი საკითხი. ეს იყო მიკერძოებული, როცა არსებობს სხვა პრობლემები ჩემი საკითხის დაყენება არ არის მთავარი“,- განაცხადა მეუფემ.

მისივე განმარტებით, ის ბოლო პერიოდში განცხადებების გაკეთებისგან თავს შეიკავებს. მისივე თქმით ის აგრძელებს ბრძოლას პატრიარქის დასაცავად.

წმინდა სინოდის სხდომა დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხები განიხილეს სხდომაზე. თუმცა სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი თემა ე.წ. ციანიდის საქმე იყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41