კამპ ნოუზე "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩზე "პსჟ"-ს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
მატჩის მოლოდინი დიდი იყო, რადგან პირველი მატჩი „ბარსელონას“ დამარცხებით 4:0 დასრულდა, შესაბამისად, ბარსას მეოთხედფინალში გასასვლელად თამაში 5 ბურთიანი სხვაობით უნდა მოეგო.
ანგარიში პირველივე ტაიმში მე-3 წუთზე ლუის სუარესმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ორამდე გაიზარდა. 50-ე წუთზე პენალტი „პსჟ“–ს კარში „ბარსელონას“ ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გაიტანა.
62-ე წუთზე ედინსონ კავანიმ „ბარსელონას“ კარში გოლი შეაგდო და ამით „პსჟ“-ს მეოთხედფინალში გასვლა თითქმის გაუნაღდა.
განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა მატჩის ბოლო წუთები. შეხვედრის 88-ე წუთზე ნეიმარმა საჯარიმო შეასრულა და ანგარიში 4:1 გახადა, დარჩენილ დროში „ბარსელობას“ კიდევ 2 გოლი სჭირდებოდა. 89-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა ლუის სუარესის სასარგებლოდ. პენალტი შესანიშნავად შეასრულა ნეიმარმა და 90-ე წუთზე ანგარიში 5:1 გახდა.
შეხვედრას არბიტრმა 5 წუთი დაამატა, გადამწყვეტი მე-6 გოლი სწორედ დამატებით 95-ე წუთზე სერხი რობერტომ გაიტანა და საბოლო ანგარიში 6:1 დაფიქსირდა.