ჩვენ ევროპამ აბსოლუტური ძალაუფლების ხიბლში ჩავარდნილი ხელისუფლების თვითნებობისგან დაგვიცვა - ხათუნა სამნიძე

ხუთშაბათი, 09 მარტი, 2017 - 12:29

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში რუსთავი 2-ის საქმეზე პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

"საქართველოს ევროპამ დაუდასტურა უპირობო მხარდაჭერა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სამართლებრივად და ბრიუსელმა - პოლიტიკურად დაიცვა თითოეული ჩვენგანი, როგორც საქართველოს მოქალაქეები, როგორც ევროპული ოჯახის წევრები. საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებით, ევროსასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით ჩვენს ქვეყანაში ყველამ ერთად დავიცავით მედია პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი.

ამ პროცესმა დაადასტურა, რომ სწორედ ხელისუფლების თვითნებობისგან დაგვიცვა თითოეული ჩვენგანი ევროპამ.  საქმე, რომელიც იხილება სტრასბურგში ეს არის საქმე სახელმწიფოს, დიახ , საქართველოს წინააღმდეგ, რაც არის სტანდარტი ნებსიმიერი დავისას ევროსასამართლოში. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება შეგნებულად ეფარება, არის ტყუილი და მანიპულაცია.

„რესპუბლიკელები“ ვალდებულნი ვართ, შევახსენოთ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ძალზე მკაცრი გზავნილი მიიღო ევროპარლამენტარებისგან, პარლამენტის სპიკერს და მის უმრავლესობას, რომლებიც ავრცელებენ ამ ტყუილს, რაც ცალსახად არის ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი, შეგნებულად ნუ დაამატებთ უკვე დაშვებულ შეცდომებს კიდევ უფრო დიდ შეცდომას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში შედეგზე თქვენ, ხელისუფლება, ხართ პასუხისმგებელი. როგორც ევროპის საბჭო, ისე ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების გარდაუვალი არჩევანი. ამ პროცესებმა დაადასტურა, რომ ევროპა ჩვენი პარტნიორია დეკლარირებულად და საქმითაც. თითოეული ჩვენგანის სვლა ევროატლანტიკური არჩევანისკენ არის შეუქცევადი და ვერც ერთი ხელისუფლება ამ არჩევანს ვერ წაგვართმევს,

აბსოლუტური ძალაუფლების ხიბლში ჩავარდნილი მართვისას დაშვებული შეცდომებითა თუ შეგნებული მანიპულაციებით. სტრასბურგის სასამართლო არის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და მას შეიძლება მიმართოს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქემ ინდივიდუალურად, ეს რიცხვი 800 მილიონს უტოლდება. ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება აქვს ხელისუფლებას, და შესაბამისად, საკუთარი უფლებების დაცვისას მოქალაქე სტრასბურგში სწორედ რომ ხელისუფლებას ედავება. ამიტომ, ნებისმიერი ხაზგასმა, რომლითაც ვლიდენა მცდელობა, რომ მოქალაქეებს აუბნიონ თავგზა და აჩვენონ, თითქოს, რუსთავი 2 ებრძვის სახელმწიფოს, არის მანიპულაცია და არაკეთილსინდისიერი საქციელი, ასევე, აპელირება იმაზე, რომ ეს არის ორ კერძო პირს შორის დავა, ესეც არის უპასუხისმგებლო განცხადება, რადგან ამ პროცესში, უკვე ოფიციალურად, მხარე არის სახელმწიფო, საქართველოს მოქმედი მთავრობის სახით.

"რესპუბლიკელები" ისევ დაუღალავად გავაგრძელებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და როგორც ევროპის სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის უსამართლო პროცესზე შედეგიანად ვითანამშრომლეთ ევროპელ პარტნიორებთან, ასევე შედეგიანად დასრულდება თანამშრომლობა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვინდა როგორც სამართლიანი სასამართლო, ასევე, გამოხატვის თავისუფლება საქართველოში,“ - განაცხადა ბრიფინგზე ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59