თავდაცვის მინისტრმა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დედებს 8 მარტი მიულოცა

ოთხშაბათი, 08 მარტი, 2017 - 13:44

თავდაცვის მინისტრი  ლევან იზორია დღეს „კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ ეწვია, სადაც სამხედრო მოსამსახურეების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები სარეაბილიტაციო კურსს გადიან.

თავდაცვის მინისტრმა ბავშვების დედებს ქალთა საერთაშორისო დღე ყვავილებით და ტკბილეულით მიულოცა. სარეაბილიტაციო ცენტრში მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი იმყოფებოდნენ.

ცენტრში სარეაბილიტაციო კურსის მორიგ ეტაპს 10 ბავშვი გადის. სარეაბილიტაციო ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მომდევნო სამი თვის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსს 43 ბენეფიციარი გაივლის. პროგრამის ფარგლებში ასზე მეტმა ბავშვმა სარეაბილიტაციო კურსი უკვე გაიარა.

„სახელმწიფოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაცვის უწებიდან აღნიშნულ ოჯახებს ექნებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა, თავდაცვის უწყება თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დახმარებისთვის და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. სარეაბილიტაციო ცენტრში, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, ვთავაზობთ პირობებს იმისთვის რომ მოხდეს შეძლებისდაგვარად მდგომარეობის შემსუბუქება და ბავშვების გამოჯანმრთელება“. - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იმ შესაძლებლობებს, რომლითაც დაავადებული ბავშვების მკურნალობა მიმდინარეობს.

„კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის კურსი 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ცენტრის დირექტორის კობა კაბოსნიძის განცხადებით, ბენეფიციართა მასშტაბები გაიზარდა და სარეაბილიტაციო კურსს თბილისში რეგიონებიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების შვილებიც გადიან, რომლებიც მკურნალობის პერიოდში ცენტრში ცხოვრობენ. კურსი პაციენტთათვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალიწინებს. ამ მიზნით, პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის პროგრამა მზადდება. გარდა ამისა, მათთვის ცენტრი ფუნქციონირებს ფერწერის, ძერწვის, თიხის თერაპიის, ხატვისა და სხვა ჯგუფები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად სწავლობენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5