გია ჟორჟოლიანი მოსახლეობას მოუწოდებს, არ ჩაერთონ იმ კამპანიაში, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს

ოთხშაბათი, 08 მარტი, 2017 - 12:39

„რუსთავი-2“- ის ირგვლივ წამოწყებული დავა არის ამ ტელეკომპანიის მესაკუთრეებს შორის წამოწყებული დავა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განცხადა.

ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ ეტაპზე განიხილავს სარჩელს – „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ. ჟორჟოლიანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ ჩაერიონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ კამპანიაში.

„საქართველოში მიმდინარეობს მეორე დიდი საქმე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ. მე მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ არ ჩაერთონ იმ კამპანიაში, რომელსაც ეს მოძრაობა აწარმოებს ქვეყნის წინააღმდეგ. მე ვგულისხმობ ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილს, სასამართლოს გადაწყვეტილებები ჩემი საქმე არ არის. „რუსთავი-2“-ის პოლიტიკა აგებული იყო მანიპულირებაზე. მე ვთვლი, რომ დავა მიმდინარეობს მესაკუთრეებს შორის, რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების დაცვას, მე ვთვლი, რომ მომხმარებელი და მაყურებელი ხშირად ხდება დასაცავი იმ მანიპულირებისგან, რასაც ეს ტელეკომპანია აწარმოებს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5