სტრასბურგის სასამართლო არ მალავს, რომ ჯანელიძემ თავისივე ქმედებით დააზიანა საკუთარი ქვეყნის ინტერესები - სულა სულაშვილი

ოთხშაბათი, 08 მარტი, 2017 - 00:41

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი  სულა სულაშვილი  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ  ჯანელიძის სტუმრობას ეხმიანება და აცხადებს, რომ  ევროსასამართლომ ამ ფაქტს საკუთარი ქვეყნის ინტერესების ზიანი უწოდა.

"ახლა მოგახსენებთ ზოგადად სტრასბურგის სასამართლოს წევრთა დამოკიდებულებას დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ანუ იმას, რაც კულუარებს ჯერჯერობით არ გასცდენია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ერთგვარი გაღიზიანება მოჰყვა და ვფიქრობ ამ გაღიზიანებას ნამდვილად გააჩნდა საფუძველი.

სტრასბურგის სასამართლო არ მალავს, რომ ჯანელიძემ თავისივე ქმედებით დააზიანა საკუთარი ქვეყნის ინტერესები. მას პირდაპირ მიუთითეს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროს წვდომაც კი არ აქვს იმ მასალებთან, რაც მოემართება საქართველოში, ან საქართველოდან სტრასბურგში. თავისთავად ცხადია, მინისტრის დაუგეგმავმა ვიზიტმა სერიოზულად აღაშფოთა მოსამართლეები და კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება აშკარად არის დაინტერესებული, საკუთარ ქვეყანაში მოსპოს მედიაპლურალიზმი და ხელი შეუშალოს სიტყვის თავისუფლებას", - აცხადებს სულაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43