ევროსასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილების შეჩერების საკითხი უვადოდ გააგრძელა

სამშაბათი, 07 მარტი, 2017 - 20:28

ევროსასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილების შეჩერების საკითხი უვადოდ  გააგრძელა. ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. 

 შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტებმაც მიიღეს.

"სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგრძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება უვადოდ. საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს," - აცხადებს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი  ნიკა გვარმია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46