გაიღვიძე საქართველო! გაიღვიძეთ ქართველებო! - ვლადიმერ ხომერიკი ქართველ ხალხს და ხელისუფლებას მიმართავს

სამშაბათი, 07 მარტი, 2017 - 21:06

გაიღვიძე საქართველო!!!! გაიღვიძეთ ქართველებო!!! - საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვლადიმერ ხომერიკი ქართველ ხალხს და ხელისუფლებას მიმართავს.

"ძვირფასო თანამემაულენო და ძალაუფლების მქონე ჩინოვნიკებო! შეხედეთ რას გიშვებიან ეს ლიბერასტები და დასავლელი მეგობრები ამერიკის მეთაურობით! თქვენ დგახართ ერის განადგურების გზაზე და უკვე კოლონიად ყალიბდებით!

1. სახიფათო ბაქტეროლოგიური ლაბორატორიები თქვენ უკვე გაქვთ.

2. ყველაზე საშიშ ტერორისტებს გუანტანანმოს ტყვეებს-თქვენ უკვე გიგზავნიან!

3. ნატოს საწვრთნელი ცენტრები უკვე გაქვთ და ახლა ამერიკის საზღვაო ბაზებსაც აკანონებთ, მითუმეტეს, რომ ეს აკრძალულია "მონტრეს" კონვენციით.

4.ახლა მათ ყველა ლტოლვილის თქვენთან ჩამოყვანა სურთ.

5. თქვენ უკვე დიდი ხანია ოკუპირებული ხართ აშშ-ს საელჩოს მიერ! მათი "სპეცები" სხედან თქვენს ყველა სამინისტროში და მნიშვნელოვან დაწესებულებაში!

6. იანკები გკარნახობენ თქვენ როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკას, საქართველოს საზიანოდ და არ ითვალისწინებენ მოსახლეობის აზრს და ქვეყნის ჭეშმარიტ ინტერესებს. ყველა მცდელობა იმისა, რომ გაანადურონ და გააკონტროლონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ძირი გამოუთხარონ ერს, მოდის უნამუსო დასავლეთიდან, რათა მოგწყვიტონ თქვენ რწმენას და ტრადიციებს, და გაქციონ სულიერ მეძავებად და მონებად.

8. თქვენ საუბრობთ თქვენს ტერიტორიაზე რუსეთის ოკუპაციაზე, ხოლო თავად უკვე დიდი ხანია, რაც სრულ ოკუპაციაში იმყოფებით-ქრქ მხოლოდ ტერიტორიულში, არამედ, სულიერ-კულტურულშიც!

9. მათ სურთ, თქვენ გაქციონ გამყიდველი და უნამუსი მეძავების ერად, მათხოვრებად, მოსამსახურეებად და მონებად.

10. სად არის თქვენი ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის რეჟიმს? ჩანს, ხალხი მართალს ამბობს, რომ მაშინ ისინი მოისყიდეს, მისცეს თანამდებობები და დეპუტატის მანდატები. ახლა ისინი ჩუმად არიან, ხალხი დაივიწყეს!

ძვირფასო თანამემამულეებო! მალე თქვენ დაკარგავთ იმას, რითაც სხვებისგან განსხვავდებოდით - საკუთარ სიამაყეს და თვითმყოფადობას, რწმენას და უძველეს კულტურას! გთხოვთ მაპატიოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე შემრცხვება საკუთარ თავს ქართველი ვუწოდო და გამყიდველ მონებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოვახდინო! თუ ეს პროცესი გაგრძელდება, იძულებული გავხდები, განგიდგეთ თქვენ და საკუთარ თავს კი, ძველი, ტრადიციული ქართველი ვუწოდო! დარწმუნებული ვარ, ასე ბევრი მოიქცევა! მე გითანაგრძნობთ თქვენ. შემირცხვენია ყველა, ვისაც უფსკრულისკენ მივყავართ და საკუთარ ფესვებზე და რწმენაზე უარის სათქმელად!

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმაზე, თუ რა გზით მიყავს ქართველი ხალხი და რა შედეგები მოყვება ყოველივე ამას! მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, მოწყდეს ბიზნესს და კვლავ თავის თავზე აიღოს ქართველ ერზე პასუხისმგებლობა, როგორც მან ეს სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის დროს გააკეთა! მან უნდა დაგვიმტკიცოს, რომ შეასრულა არა ამერიკული პროექტი, არამედ საქართველოს პატრიოტი ადამიანის ნება გულწრფელად აღასრულა!

მე მივმართავ ჩემს ქართველ ხალხს, დაფიქრდეს, თუ საით მიდიან! ჩვენ უკვე დაგვცინიან და უხარიათ, რომ ჩვენ დაგვშორდნენ აფხაზებიც და ოსებიც! უწოდებთ რა რუსებს ოკუპანტებს, დაფიქრდით დასავლეთის მხრიდან თქვენს ნამდვილ ოკუპაციაზე, რომელსაც დასავლეთიდან ჩანერგილი ადამიანები გიწყობენ. მე მინდოდა მიმეღო საქართველოს მოქალაქეობა, დავბრუნებულიყავი სამშობლოში და გამოვდგომოდი, რადგან მქონდა ჯანმრთელი აზრის გამარჯვების იმედი, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, ბოლო საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომ მიუთითებს საქართველოს შეუქცევად დეგრადაციაზე და ამდენად ვიტოვებ უფლებას, რომ უკან წავიღო ჩემი განცხადება და გავემიჯნო ქართველი ერის გამყიდველ ნაწილს, რომელსაც ქვეყანა მონობისა და დაყოფისკენ მიყავს! რაც მომავალში მონობა გველის, მასთან შედარებით საბჭოთა მონობა რენესანსად და აყვავების საულეთესო პერიოდად მოგვეჩვენება საქართველოს ცხოვრებაში. ოღონდ თქვენ როცა ამას მიხვდებით, უკვე ძალიან გვიანი იქნება. თუ ამაში სასწრაფოდ არ ჩაერევით და პროცესს არ შეაჩერებთ, თქვენ ბევრ რამეს მიხვდებით და მაშინ, როცა რუსეთის მხრიდან საქართველოს დღევანდელ ოკუპაციაზე საუბრობთ, ინანებთ იმას, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველოს სრული ოკუპაცია არ მოახდინა და არ გაგათავისუფლათ თქვენ იმ საგარეო და საშინაო უმსგავსობისგან, რომელმაც სირცხვილამდე და კრახამდე მიგიყვანათ!

ღმერთმა ინებოს, რომ მე ვცდებოდე. ღმერთმა ინებოს, რომ საქართველო მიხვდეს და ქართველი ეთნოსის პრაქტიკულად განადგურების გზიდან უკან შემობრუნდეს. ვიცი, ბევრი გამლანძღავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მართალი ვარ და სჯობს, ქვეყანა ახლა გავაფრთხილო, ზარებს ახლავე შემოვკრა, ვიდრე შემდეგ "თითზე კბენა" მოგვიწიოს და საკუთარი თავი სულმოკლეობის გამო დავიწყევლოთ, რადგან შევუშინდით ჩვენზე თავდასხმებს და ღიად არ გამოვხატეთ საკუთარი აზრი!

მაპატიეთ, ნამდვილო ქართველებო, თუ ყველაფერი ისე ვერ გამოვხატე, როგორც საჭირო იყო, ან თუ ვინმეს დაუმსახურებლად ვაწყენინე! რაც შეეხება ქართველი ხალხის შავ და სამარცხვინო ნაწილს, წავიდნენ, ერთი მაგათიც.. იქ, საითკენაც მიდიან, ოღონდ საქართველოს გარეშე!!! იმედი მაქვს, საქართველო მაინც აღორძინდება და ამაში ძირითად წვლილს უცხოეთში მოღვაწე ქართული დიასპორები, მათ შორის, ქართველი ებრაელებიც შეიტანენ, ანუ ისინი, ვინც ქართულ მენტალიტეტს, ტრადიციას და კულტურას დღემდე პატივს სცემს!

მე არც ვფიქრობდი, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ კვლავ მომიწევდა ჩემი ერისთვის მიმემართა, მაგრამ ერი ისევ მოატყუეს! ქვეყანა კვლავ უფსკრულისკენ მიმავალ გზას გაუყენეს! იკარგება ქართული სული, ტრადიციები, კულტურა და ეთნოსი.

გაიღვიძეთ, ჩემო თანამემამულენო, ქართველებო! დაუსვით ხელისუფლებას კითხვა, თუ საით მიყავხართ.. დაასაბუთებინეთ, რაში გჭირდებათ თქვენ, მათი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, გუამტანამოს დამნაშავეები, მთელი მსოფლიოდან დევნილთა ცენტრები, ნატოსა და ამერიკის სამხედრო ბაზები! რით დაგეხმარებიან ისინი საქართველოს გამთლიანების დიად საქმეში?! რუსეთთან ახალი ომით? საქართველოში მცხოვრები აფხაზების და ოსების განადგურებით და გენოციდით და ქვეყნის ტერიტორიების ამგვარად დაბრუნებით? თუ იმით, რომ თქვენი ღირსების, სინდისის და რწმენის ნარჩენები რეალურად იქნება ამერიკული ჩექმის მიერ გათელილი??? ღმერთი ფარავდეს საქართველოს!", - ნათქვამია ვლადიმერ ხომერიკის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4