ქართული პროდუქცია ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე „FOODEX JAPAN 2017” წარდგება

სამშაბათი, 07 მარტი, 2017 - 16:30

7-10 მარტს, იაპონიაში, ტოკიოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ხელშეწყობით, ქართული კომპანიები ეროვნულ ნაწარმს საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე FOODEX JAPAN 2017 წარადგენენ.

FOODEX JAPAN 2017 ერთ-ერთი მსხვილი და წამყვანი გამოფენაა, რომელსაც 2016 წლის მონაცემების მიხედვით 77,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო გამოფენაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა აღემატებოდა 3,250-ს.

ამჟამად, გამოფენის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობას იღებს 11 ქართული კომპანია, კერძოდ: შპს „არომაპროდუქტი“, შპს „კულა“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ჯეორჯიან პროდაქტ რენესანსი“, შპს „აერ კომპანი“, “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კპმპანი“ და „შუხმანის ღვინოები“. მეწარმეობის განვითარების სააგენტო მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას.

2017 წელს „FOODEX JAPAN 2017”-ში ქართული პროდუქციის წარდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი ორგანიზებითა და თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45