ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას - სულა სულაშვილი

სამშაბათი, 07 მარტი, 2017 - 14:05

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორისა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის  სულა სულაშვილის განცხადებით, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას და ვალდებულებათა შესრულებაზე მეთვალყურეობას ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანო ახორციელებს.

"და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხელისუფლების უწიგნური მოხელეებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ მათ სურვილზეა დამოკიდებული ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და იმედი აქვთ ყურს მიღმა გატარების. ამდენი სისულელეების ყრანტალს, უკეთესია გადაშლოთ წიგნები, ან კონსულტაციებისთვის მიმართოთ კომპეტენტურ პირებს, რომლებიც აუცილებლად აგიხსნიან, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას. მინისტრთა კომიტეტი, რომელიც არის ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანო, მეთვალყურეობას უწევს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულებას, მათ შორის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

მას შემდეგ რაც, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, განმცხადებელს არ ეკისრება რაიმე სახის ზომების მიღება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ავტომატურად გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს. საბოლოო გადაწყვეტილების მინისტრთა კომიტეტისადმი გადაცემის შემდეგ, ეს უკანასკნელი მოპასუხე სახელმწიფოს სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მასზე დაკისრებული ნებისმიერი სამართლიანი კომპენსაციის (კომპენსაცია, ან ხარჯები) ანაზღაურების შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერი ცალკეული ზომის შესახებ, რაც სახელმწიფოს მიიყვანს შესაბამისობაში გადაწყვეტილებით დაკისრებულ სამართლებრივ ვალდებულებასთან.

საბოლოო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს 3 თვის ვადაში. გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს. განმცხადებელი, რომლის სასარგებლოდ არის გამოტანილი გადაწყვეტილება, უნდა გამოცხადდეს სააღსრულებო ბიუროში, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის შემდეგაც სასამართლოს აღმასრულებელი გადასცემს მას შესაბამის დოკუმენტს, სადაც მითითებული იქნება იმ თანხის ოდენობა, რომელიც მან უნდა მიიღოს. შესაბამისი დოკუმენტის ბანკში წარდგენით, განმცხადებელი მიიღებს ევროპის სასამართლოს მიერ ბიუჯეტიდან მის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას", - აცხადებს სულა სულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5