არიან პოლიტიკაში ადამიანები, რომლებსაც უნდათ, იჯირითონ ხალხზე, რომელიც სძულთ - ზაზა პაპუაშვილი

სამშაბათი, 07 მარტი, 2017 - 13:31

„რუსთავი-2“ არის პარტიული ტელევიზია და პარტიული რუპორი, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ერთი პარტიის ინტერესების გატარებას უწოდებს და თვლის, რომ ტელეკომპანია პოლიტიკური სივრციდან უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება ტელეკომპანიის ირგვლივ წამოწყებულ საქმისწარმოებას, ზაზა პაპაშვილი თვლის, რომ დავა ყოფილ და მოქმედ მფლობელებს შორის მიმდინარეობს.

პაპუაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს პროფესიული ნორმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„არიან პოლიტიკაში ადამიანები, რომლებსაც უნდათ, იჯირითონ ხალხზე, რომელიც სძულთ. ტელეკომპანია „რუსთავი-2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორი, ეს ტელევიზია ემსახურება ერთი ბოროტი კაცის არაჯანსაღ ამბიციას. ეს ტელეკომპანია უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური სივრცისგან. როცა ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, რომ დემოკრატიის მხრივ, საგრძნობი წინსვლაა ქვეყანაში, ამ დროს ჩვენ შიგნიდან ვწევთ ამ ქვეყნის წინსვლას უკუქმედებით, ეს არის ქვეყნის უპატივცემულობა. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, აქ ხელისუფლების როლი არაფერ შუაშია, რადგან დავა მიმდინარეობს ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის და არ უნდა დავაკნინოთ სასამართლო. მე ვურჩევ ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს, პროფესიონალიზმზე მაღლა ნურაფერს დააყენებენ, ამ ქვეყანაში არავის არ ეზღუდება სიტყვის თავისუფლება”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39