მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალი ეტაპი აპრილიდან დაიწყება

ორშაბათი, 06 მარტი, 2017 - 16:13

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა არის სახელმწიფოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და ის აპრილიდან აუცილებლად გაგრძელდება, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამის ბენეფიციარებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი გახარია შეხვედრის მონაწილეებს მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ ესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც პროგრამის ბენეფიციარებმა მინისტრს უშუალოდ გააცნეს საკუთარი ხედვები პროგრამის შესახებ, ისაუბრეს თავიანთი ბიზნესის წამოწყებისა და წარმატების შესახებ და აღნიშნეს ის საკითხებიც, რომელთა გადაჭრაც, მათი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერების, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთვის.

„შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული მიზანი - აპრილში ვიწყებთ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალ ეტაპს და გვინდოდა ამ პროგრამით მოსარგებლე, წარმატებულ ადამიანებთან გვესაუბრა, რათა გაგვეთვალისწინებინა ის შენიშვნები, რომლებიც მათ ჰქონდათ. გვინდა შევქმნათ ერთმანეთთან ურთიერთობის პლატფორმა. ვთვლით და ჩანს კიდეც, რომ ეს იყო ერთ- ერთი წარმატებული პროგრამა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გადადგას პირველი ნაბიჯი, აიღოს თავის თავზე მეწარმეობის რისკი და პასუხისმგებლობა, ხოლო შემდგომ წარმატებული მათგანი უკვე ქმნის დამატებით სამუშაო ადგილს და ასაქმებს სხვა ადამიანებს. ეს არის ის მოდელი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების საფუძველი უნდა იყოს და რომელმაც წარმატება და სწრაფი განვითარება უნდა მოუტანოს ჩვენ ეკონომიკას“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო. თვითონ ფორმატი იყო ძალიან შინაურული და შინაარსობრივად დატვირთული. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ გავცვალოთ იდეები, აზრები და ყოველთვის მოხარული ვიქნები, დავესწრო ასეთ შეკრებებს“ - აღნიშნა პროგრამის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, ალექსანდრე ადვაძემ, რომელმაც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ასპინძაში საკუთარი აქსესუარების მაღაზიისთვის ხელსაწყოები და ინვენტარი შეიძინა.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას მაღალი შეფასება მისცეს შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც, რომლებმაც მინისტრს საკუთარი საქმიანობის გაფართოებისა და ახალი ბიზნესპროექტების შექმნის გეგმებიც გააცნეს.

„რაც ბატონმა გიორგიმ გვითხრა და შეგვპირდა, ახალი გამოწვევა იქნება პირადად ჩემთვის, ჩემი სოფლის მოსახლეობისთვის და სამომავლო გეგმებისთვის. საქმიანობა ერთი წლის უკან დავიწყე ლეჩხუმში და მერწმუნეთ, ჩემი ოჯახის წევრებსაც არ სჯეროდათ იმის, რასაც დღეს მივაღწიეთ: სახელმწიფოს დახმარებით შევძელით პროდუქციის შექმნაც, რეალიზებაც და ბრენდირებაც, საუბარია ლეჩხუმურ ცოლიკაურზე. მადლობას ვუხდი ეკონომიკის სამინისტროს ასეთი გულწრფელი ფორმატის ორგანიზებისთვის. ეს ის წინ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც სახელმწიფო უშუალოდ თითოეული მეწარმის თანადგომას და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ეხება“- აღნიშნა ამხანაგობა „ქორენიშის“ წარმომადგენელმა ლევან ხმელიძემ.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულებაა, რომელიც ორი წელია საქართველოს რეგიონებში ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 4910 მიკრო და მცირე მეწარმე,  გადამზადებულთა 8800  ადამიანი, ხოლო  დასაქმებულთა რაოდენობა 5100 ადამიანს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41