საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

ორშაბათი, 06 მარტი, 2017 - 12:48

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში, გერმანიის ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, კარინ შტრენცის მიწვევით გაემგზავრა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ლევან კობერიძე, ზაზა ხუციშვილი, ანრი ოხანაშვილი, სერგო რატიანი და პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე არიან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან და სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროებსა და ფედერალური კანცლერის სამსახურის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში,

შეხვედრები გაიმართება ბერლინურ-ქართული და ბრანდერბურგულ-ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან. გერმანიაში, ქართველ კანონმდებელთა სამუშაო ვიზიტი 10 მარტამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61