ვანო მერაბიშვილი მასიური მკვლელობების დროს გამოვიდა და თქვა, ხელი არ აგიკანკალდეთო - ჯამბულ გამცემლიძე

ორშაბათი, 06 მარტი, 2017 - 13:30

ვანო მერაბიშვილი მასიური მკვლელობების დროს გამოვიდა და თქვა, ხელი არ აგიკანკალდეთო, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოკლულ გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ განაცხადა.

გამცემლიძე ვანო მერაბიშვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას, მოსამართლის პერსონიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ აყენებს და საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მომხდარ მკვლელობებს ახსენებს.

„ვანო მერაბიშვილის სიტყვებმა შეიწირა 150-მდე ადამიანი ციხეში, დღეს თქვენ წინაშე დგას მერაბიშვილისგან გამწარებული ორი შვილმკვდარი მამა და დღეს თურმე ვანო მერაბიშვილი არის ცუდ მდგომარეობაში და ამას ადამიანები განიცდიან. ჩვენი შვილები რა მდგომარეობაში არიან და სად არიან, რატომ არ აინტერესებს უჩა ნანუაშვილს, რატომ გაისტუმრეს ირინე ენუქიძე და იური ვაზაგაშვილი? ჩვენ ვართ არარაობად ჩათვლილი მშობლები, მერაბიშვილმა იმდენი ადამიანი მოკლა, ალბათ 10 სოფელი აშენდებოდა, ქუჩაში დახვრეტილი აჭარელი ბიჭები – რამდენი რამე გავიხსენოთ- როინ შავაძე, გურამ შარაძე, გია კრიალაშვილი, რამდენი გავიხსენოთ და დღეს ადამიანი, ამ ყველაფრის ავტორი, თურმე ცუდ პირობებშია ციხეში. ამდენი წელი გავიდა და ვერ გავედით ბოლოში სიმართლის საძებნელად“, – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5