სტრასბურგში სულ სათითაოდ დაუთვლიან რუსთავი 2-ზე ყველა საჯარო პირს ყველა სიტყვას და სტატუსს - ელისო კილაძე

შაბათი, 04 მარტი, 2017 - 20:18

მძიმე დღეები იყო.. მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ქვეყანას რუსი ოლიგარქი უნდა მოვაშოროთ, - აცხადებს გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე და მისი ქალიშვილის რეაქციას იხსენებს,  როცა რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზანაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საყვარელი ლექტორის ზურაბ ძლიერაშვილის ხელმოწერა აღმოაჩინა.

"გიღირდათ, ბატონო ზურაბ, მე მრცხვენია, რომ ჩემს ქალიშვილს სამართალს ასწავლით.  ამ მოსამართლეების სურათებმა მთელი საქართველო უნდა მოიაროს. ნინო გვენეტაძე კი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. არ შეიძლება სამშობლოს სამართალი მოპარო ", - აცხადებს ელისო კილაძე.

კილაძის განცხადებით, რუსთავი 2 -ის საქმე ჩვეულებრივი ქეისი არ არის და  ვიზალიბერალიზაცია თუ გაუქმდებოდა, გაზაფხულამდე რუსული პროპაგანდა წალეკავდა ქვეყანას. "გაზაფხულზე აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნებოდა და რუსეთიც სავიზო რეჟიმს გააუქმებდა. ესაა "პლან ბ". წინ დიდი ომი გველის". 

როგორც ელისო კილაძე აცხადებს, სტრასბურგის სასამართლოში სულ სათითაოდ დაუთვლიან რუსთავი 2-ზე ყველა საჯარო პირს ყველა სიტყვას და სტატუსს.

"მედიასთან ომს ამ ქვეყანაში ხელისუფლება ვერ იგებს", - აცხადებს ელისო კილაძე..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5