კიბოს განკურნება სითბური შოკის ცილებით - ონკოლოგები მედიცინაში გარღვევაზე ალაპარაკდნენ

შაბათი, 04 მარტი, 2017 - 17:51

მეცნიერები მედიცინაში გარღვევაზე ალაპარაკდნენ და კიბოს მკურნალობასა და დამარცხებას  სითბური შოკის ცილებით აპირებენ. მედიცინაში ახალი მეთოდი უკვე განიხილება როგორც რევოლუციური აღმოჩენა. ონკოლოგ-მეცნიერები ირწმუნებიან, რომ პრეპარატი ადამიანებს იმ დაავადებისგან განკურნავს, რომელიც ამჟამად განუკურნებლად განიხილება.

ანალოგიურ კვლევებზე  ერთდროულად ამერიკელი, იაპონელი და რუსი  ონკოლოგები მუშაობენ.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ახალი მეთოდით მკურნალობამ თაგვებზე და ვირთხებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და  ცხოველები ხშირ შემთხვევაში,  მელანომისა და სარკომის ბოლო სტადიაზე სრულად გამოჯანმრთელდნენ. გვერდითი მოვლენები არ გამოვლინდა. 

პირობითად სითბური შოკის ცილების დასახელება იმ მოლეკულისგან წამოვიდა, რომელიც სინთეზირდება ადამიანის უჯრედებში სხვადასხვა სტრესის  გავლენის გამო. ამ მოლეკულის  არსებობა დიდი ხანია ცნობილია. დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ცილა უჯრედებს მხოლოდ მავნე ეფექტისგან იცავდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას აქვს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება - ის ეხმარება უჯრედებს სიმსივნური წარმონაქმნის  წინააღმდეგ ბრძოლაში.

კვლევებისას პრობლემა ის გახდა, რომ აღნიშნული  ცილა ადამიანებში მცირე რაოდენობითაა, რაც არ არის საკმარისი თერაპიული ეფექტისთვის. ამისთვის კი  მეცნიერებმა  ცილის  სინთეზირება დაისახეს მიზნად. მიღებულმა გენმა უზრუნველყო ცილის შეუზღუდავი წარმოქმნა.

ახლა მეცნიერები კვლევებს პაციენტებზე გააგრძელებენ და სასურველი შედეგის მიღებიდან, სამი-ოთხი წლის შემდეგ პრეპარატი ფართო წარმოებაში დაინერგება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42