პრეზიდენტი თუ კვლავაც შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას... - ირაკლი კობახიძე მარგველაშვილს აფრთხილებს

შაბათი, 04 მარტი, 2017 - 13:12

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. სხვა შეფასება და ეს არის ძალიან მძიმე შეფასება, მე არ შემიძლია მივცე პრეზიდენტის ამ განცხადებას - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში გაცხადებული პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით სწორედ ეფუძვნებოდა იმას, რომ სუბიექტურ მოსაზრებებზე არ ყოფილიყო დაფუძვნებულ არც ერთი გადაწყვეტილება.

„ჩვენი პოზიციის თანახმად, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ვფიქრობდით, რომ უნდა ჩატარებულიყო პირდაპირი წესით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავსულიყავით ჩვენ არაპირდაპირ არჩევნებზე“,-განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის სტატუსს კომისია პრაქტიკულად არ ეხება და ამასთან დაკავშირებითაც შეთანხმება მიღწეულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებებში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები არის მინიმალური.

„იმდენად არის შეზღუდილი დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები 2010 წლის ცვლილებების საფუძველზე, რომ ეს მიზანიც რომ გქონდეს, დამატებით ვერანაირ არსებით ცვლილებას ვერ განახორციელებ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის თვალსაზრისით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გამოდინარე ამ ყველაფრიდან, განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს კომისიის ერთადერთი მიზანი არის ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის უფლებამოსილებების შეზღუდვა, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად აშკარი, შეგნებული მცდელობა.

„ჩვენ საქმე გვაქვს კომისიის დისკრედიტაციის შეგნებულ მცდელობასთან. არ შეიძლება საზოგადოება მოატყუო ასეთი ფორმით. სხვანაირი შეფასება ამ ყველაფერს არ შეიძლება მიეცეს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, არამართებულია პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „თითქოს პრეზიდენტის დახმარებით იძულებული გავხდით და საზოგადოებამ გვაიძულა გადავსულიყავით არაპირდაპრი არჩევნებსი წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდებოდა მომავლ წელს პირდაპირი წესით არჩევნები“. პალამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელბს მსგავსი არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს პოზიციების გადახედვა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები არ ჩატარდეს მომავალ წელს და პირდაპირი მოხდეს გადასვლა პრეზიდეტის არაპირდაპირი არჩევნების წესზე.

„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესია საქართლოს პრეზიდენტის არაპირადპირ არჩევნებზე გადავიდეთ დ ეს ეფუძნება სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ - ჯერ პირდაპირი, შემდეგ არაპირდაპირი არჩვენები, იყოს მათ შორის ის, რომ პრეზიდენტის პოზიციას გავუწიეთ ანგარიში და სწორედ ამიტომ შევაჩერთ ჩვენი არჩევანი ორსაფეხურიან რეფორმაზე. თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას და ის, თუ კვლავაც შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე“, -განაცხადა ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4