სტრასბურგის ერთმა მოსამართლემ გააკეთა ის, რაც არ გააკეთა არც ერთმა ქართველმა მოსამართლემ - ირაკლი ღლონტი

შაბათი, 04 მარტი, 2017 - 11:02

პარტია "რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი სტრასბურგის მოსამართლის გადაწყვეტილებას  ეხმიანება.

"მიუხედავად გამარჯვებისა, დამარცხებულად ვგრძნობ თავს! ჩვენი ქვეყნის სასამართლომ აღიარა, რომ არ არსებობს და სტრასბურგის ერთმა მოსამართლემ გააკეთა ის, რაც არ გააკეთა არც ერთმა ქართველმა მოსამართლემ!

სტრასბურგის მოსამართლე გაუფრთხილდა ქართულ დემოკრატიას, როცა ქართული სასამართლოს სამი ინსტანციის ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაექცა ცდუნებას 30 ვერცხლად არ გაეყიდა ღირსება. ბედნიერი ვარ, რომ ბრძოლა შეგვიძლია, იმედიანი ვარ ერთიანობით და ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით. გაჩერება დაუშვებელია, წინ საბოლოო გამარჯვებისკენ!  წინ ქართველი ხალხის უკეთესი აწმყო-მომავლისკენ! წინ ამბროსი ხელაიას და ილიას გზის ღირსეულად გასაგრძელებლად! '' - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44