არავის უფლება არ აქვს ქვეყნის საშინაო საქმეებში აფათუროს გარედან ხელები - ნიკოლოზ მჟავანაძე

შაბათი, 04 მარტი, 2017 - 13:04

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას ეხება, გავლენას  ვერ მოახდენს დიდი პალატის  საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით შიძლება გამოვიტანოთ ერთი მარტივი და ლოგიკური დასკვნა:

1. რუსთავი 2, ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები არ არის ქართული პროექტები. ის შექმნა იმ ფსევდოლიბერალურმა და ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ მებრძოლმა ძალამ, რომელმაც ფეხი მოიკიდა ამერიკაში და დასავლეთში. სწორედ მათი მეშვეობით საქართველოსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განხორციელდა ფერადი რევულუციები და სახელმწიფო გადატრიალებები.

2. რუსთავი 2-ისა და ნაცმოძრაობის მეშვეობით ამ ძალებმა მოახდინეს 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალება, 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის განმტკიცება და ახლა მცდელობაა კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდეს მათთვის სასურველი ძალა.

3. მიუხდავად ამისა, ეს ვერ მოხერხდება, რადგან ამერიკაში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ფსევდოლიბერალური და ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ მებრძოლი ძალები ევროპაშიც და ამერიკაშიც მარცხდებიან და უკან იხევენ.

4. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ეს არის სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობა დამნაშავე ძალის ხელში მყოფი რუსთავი 2--ის მფლობელობისათვის.

5. არაერთი მცდელობის მიუხედავად საზოგადოებამ და მსოფლიომ დაინახა რომ საქართველოში ნაცმოძრაობას და მის სატელიტ ძალებს დასაყრდენი არ აქვს. აქედან გამომდინარე, არსად ხალხის მხარდაჭერის გარეშე არ მომხდარა და ვერ მოხდება რევოლუცია თუ სახელმწიფო გადატრალება.

6. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან არავის უფლება არ აქვს ქვეყნის საშინაო საქმეებში აფათუროს გარედან ხელები", - აცხადებს უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39