თეა წულუკიანმა ის მოთხოვნები გაასაჯაროვა, რაც რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოში მოითხოვა

პარასკევი, 03 მარტი, 2017 - 23:21

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინფორმაციით, ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეს პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა  საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეს რუსთავი 2-მა, როგორც კომპანიამ,  მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და მეორე მხარედ, მოპასუხე მხარედ დაასახელა საქართველო.

თეა წულუკიანმა ის მოთხოვნები დაასახელა, რაც რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოში მოითხოვა.

"საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ სარჩელს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას.

აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააგდვილოს რუსთავი 2-ის დახურვა.

აეკრძალოს ხელისუფლებას, არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.

 არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერო ფორმით, რა ფორმოთაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევს კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საქმეს მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი, თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს, რადგან მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, 8 მარტამდე სასამართლო შეიკრიბება და მიიღება კოლეგიალური გადაწყვეტილება, გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა ან შენარჩუნდეს გადაწყვეტილება.

" ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც იწარმოება ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში,“ - განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46