ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

პარასკევი, 03 მარტი, 2017 - 21:09

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ოფიციალური შეტყობინება რუსთავი 2 მა სტრასბურგიდან დღეს საღამოს მიიღო, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი-2 ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას განცხადებით, ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე დროებით შეაჩერა, რათა საქმის არსში გაერკვეს.

"სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს გარდა ის საქმეების, რომელიც ეხება ადამიანის წამებას, ან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ადამიანის ექსტრადაციას ეხება. ეს არის ისტორიული შემთხვევა. რუსთავი2-ის საქმემ და საქართველოს სამარცხვინო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალ პრაქტიკას, რასაც ყველას ვულოცავთ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართავს.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომელიც უმძიმეს დღეშია ჩავარდნილი, რომელმაც მართლმსაჯულების სისტემა დამარხა, დაიბრუნოს სახე და მოვლენებს თავისუფალად განვითრების შესაძლებლობა მისცეს,“ - განაცხადა გვარამიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5