საქართველოს პრეზიდენტი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 03 მარტი, 2017 - 15:37

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პროცესი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა.

"2015 წლის 22 ოქტომბერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ მთვარობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გამო ჩვენ დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. მაშინვე მე დამჭირდა განცხადებების გაკეთება, რომ პროცესი დაპირისპირებიდან გადმომეყვანა მოლაპარაკების რეჟიმში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ის არ ჩაერევა მესაკუთრეების დავაში,  თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსთავი 2 და სხვა ნებისმიერი მედია არ არის მხოლოდ ბიზნესი.

"რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი, ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.  ეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება. ეს კი საქართველოს ევროპული მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ყველა ჩემს შეხვედრაზე, რომელიც მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, რუსთავი 2-ის თემა იყო წამოწეული და მე ამ თემებთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას ვახმოვანებდი. საერთაშორისო თანამეგობრობაც რეალურად რუსთავი 2-ის პროცესს, არა სამართლებრივ დავად, არამედ მედიის თავისუფლების საკითხად აღიქვამს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს არ გაიმეორონ სააკაშვილის დაშვებული შეცდომა, როდესაც 2007 წელს იმედი დაარბიეს. პრეზიდენტის განცხადებით, უნდა დაელოდონ სტრასბურგის სასამართლოს შედეგებსაც.

"თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები,“- განაცხადა მარგველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.62
  • 3.09
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44