შეუძლებელია შევეგუოთ ამ ვითარებას და ივანიშვილის გეგმას - გიგა ბოკერია

პარასკევი, 03 მარტი, 2017 - 13:11

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.

როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, არ აპირებს ივანიშვილის გეგმას შეეგუოს და დარწმუნებულია,  სამოქალაქო პროტესტი კულმინაციას მიაღწევს.

„ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმმა და პირადად მან, ასევე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა, რომელმაც მისი დაკვეთით ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე იმუშავა და ბოლო ფაზაში იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ზეწოლას ან მის დაკვეთას ვერ გაუძლეს, ან უბრალოდ სიამოვნებით შეასრულეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ამ ვითარებას არ შეეგუება. როგორ ფორმებს მიიღებს, როდის იქნება კულმინაცია ამ სამოქალაქო პროტესტის, მე ამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ.

ჩვენ არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას, ვაპროტესტებთ და ვაგრძელებთ ამას, მათ შორის ყველანაირი კონსტიტუციური ფორმით, აქ „რუსთავი 2“-თან დგომით. შეუძლებელია ჩვენ და ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქეები შევეგუოთ ამ ვითარებას და ივანიშვილის გეგმას, რომ ის იყოს მმართველი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე და ჩვენს მოქალაქეებს არ დავუტოვოთ შესაძლებობა დემოკრატიული ფორმით კრიტიკისა და შემდეგ ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41