“ქართული ოცნება” მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს

პარასკევი, 03 მარტი, 2017 - 12:50

“ქართული ოცნება” ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს, - აცხადებენ “თავისუფალი საქართველოს” წევრები გოგი წულაია და როინ ხიჯაკაძე.

"იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა განაცხადა რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მოწმედ დაუდგა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უვიცობა: მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ საქმეზე და ის ვალდებულია მისცეს ჩვენება მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი პოლიტიკური სიმპატიები. სინამდვილეში წულუკიანის ეს განცხადება ემსახურება კვალის დაფარვას: მთავრობა გეგმავს მერაბიშვილის გათავისუფლებას პატიმრობიდან და იმავდროულად სურს ეს ყველაფერი წარმოაჩინოს არა როგორც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ როგორც ევროპული სასამართლოს დირექტივა. ამ მიზნით იუსტიციის მინისტრს დავალებული აქვს წააგოს პროცესი ევროსასამართლოში. მერაბიშვილის გათავისუფლება პატიმრობიდან არის ივანიშვილის და ბოკერიას შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან გიგი უგულავა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ  “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის კომიტეტის თავმჯდომარე . გოგი წულაია და “თავისუფალი საქართველოს” საპარლამენტო მდივანი  როინ ხიჯაკაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39