საფლავიდან მიმართვა იმ ხალხს, ვისაც იქ მოხვედრა უნდა - ცოცხლად დამარხული ირლანდიელი სამი დღე პირდაპირ ეთერში იქნება ჩართული

ხუთშაბათი, 02 მარტი, 2017 - 23:17

ცოცხლად დამარხული 67 წლის ირლანდიელი სამი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში იქნება ჩართული. ამ გზით საქველმოქმედო ფონდ Walking Free-ის დამფუძნებელი შეეცდება ნარკომანებსა და დეპრესიაში მყოფებს დაეხმაროს. 

სამდღიანი აქციის განმავლობაში მამაკაცი სპეციალურად აღჭურვილი სასახლიდან, რომელშიც ინტერნეტი და სინათლეა შეყვანილი, იმ ადამიანებს დაეკონტაქტება, რომლებიც თავს ვერ აღწევენ ნარკოტიკებს. ამასთანავე, მაყურებელს იმ ადამიანების ისტორიებს  გააცნობს, რომლებმაც ნარკოდამოკიდებულება დაამარცხეს და სიცოცხლე ისევ შეიყვარეს.

ირლანდიელის თქმით, მან იცის, რომ ძალიან რადიკალური ნაბიჯი გადადგა, თუმცა მისი გეგმაც ამაში მდგომარეობს - საფლავიდან მიმართოს იმ ხალხს, ვისაც იქ მოხვედრა უნდა.

67 წლის მამაკაცი უილოუფილდის სასაფლაოზე  1 მარტს "დაკრძალეს"

ქრისტიანი ირლანდიელი წარსულში ნარკომომხმარებელი იყო, თუმცა მან უკვე 25 წელია, რაც  მისი დამარცხება შეძლო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45