რუსთავში „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვისცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

ხუთშაბათი, 02 მარტი, 2017 - 16:50

 2 მარტიდან მომხმარებელს საშუალება ექნება რუსთავში ისარგებლოს როგორც უნივერსალური საფოსტო მომსახურებით, ასევე სხვა საფოსტო პროდუქტებით. „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვისცენტრის პრეზენტაცია რუსთავში დღეს გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული განახლებული სერვისცენტრები, მომხმარებელს მომსახურების ახალ სტანდარტს და ახალ პროდუქტებს შესთავაზებენ. „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. სერვისცენტრები აღიჭურვება თანამედროვე  ავეჯით და ტექნიკით, განახლებული და ავტომატიზირებული ტექნოლოგიებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების ხარისხს.

როგორც „საქართველოს ფოსტაში“ აცხადებენ, კომპანიის მიზანია გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„საქართველოს ფოსტა“ ერთ ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიაა საქართველოში. დასაქმებულთა რაოდენობა 2673 შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41