განმუხტვის ნაცვლად, პრეზიდენტი ხშირად თვითონ ქმნიდა კრიზისებს - ბექა ნაცვლიშვილი

ხუთშაბათი, 02 მარტი, 2017 - 13:33

შემდეგ პარლამენტს, რომელსაც აირჩევენ, ექნება საშუალება არაპირდაპირ აირჩიოს პრეზიდენტი, - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ​

ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. დეპუტატი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას, დღეს არსებული პარლამენტის პირობებში, დაუშვებლად მიიჩნევს.

„პრეზიდენტის არჩევის წესი, ამ ეტაპზე, დარჩება იგივე. ეს წესი შეიცვლება ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ. ყველა საპარლამენტო ქვეყანაში პრეზიდენტი არის მორალური ფიგურა. ეს ინსტიტუტი ღირებულებებს ეხება და არა პოლიტიკურ საკითხებს. საქართველოს პრეზიდენტი იმდენად აქტიური იყო, მის ხელთ არსებული ბერკეტების საფუძველზე, რომ განმუხტვის ნაცვლად, თვითონ ქმნიდა ამ კრიზისებს, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰარმონიაში უნდა მოვიდეს საპარლამენტო წყობასთან“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55