კახა კახიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება

ხუთშაბათი, 02 მარტი, 2017 - 13:28

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) გენერალურ მდივანთან იერუნ სხოკენბრუკთან.

გარდა ამისა, მინისტრი ევროპის საბჭოს დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის დირექტორატის ხელმძღვანელს ჟან კლისენს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნიეკს შეხვდება.

კახა კახიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და წარმომადგენლებს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე მიაწვდის ინფორმაციას და სამომავლო გეგმებს გააცნობს. სტრასბურგში ვიზიტის მიზანია ევროსაბჭოს ინსტიტუტებთან ურთიერთობების განვითარება და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. შესაბამისად, რეფორმების განხორციელებისა და სიახლეების დანერგვის პროცესში, სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და რეკომენდაცების გაზიარებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4