ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრით დაზარალებული მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ზაზა ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 02 მარტი, 2017 - 12:17

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრით დაზარალებული მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

"როგორც ადვოკატთა ასოცოციაციის თავმჯდომარეს მიჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ხელსუფლებამ დაზარალებული მოქალაქის, 60 წლის შოთა ხატიაშვილის სიცოცხლე შეიწირა. ბავშვთა სამყაროს სავარაუდო დაწვის შედეგდ დაზარალებული მოქალაქე შოთა ხატაიშვილი, რომელსაც მეუღლის გადმოცემით, ნერვიულობისგან და ხელისულების უმოქმედობისგან გული გაუსკდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ ბავშვთა სამყაროს სავარაუდო დაწვის შედეგად დაზარალებული მოქალაქის შოთა ხატიაშვილის გარდაცვალება ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების სინდისზეა.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები 10 დღეა შიმშილობენ, ითხოვენ სამოქალაქო საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ მეხუთე დღეა მათთან არავინ არ მიდის. სამარცხვინოა, ხელისუფლების დამოკიდებულება ქუჩაში ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანების მიმართ. ვინაიდან ბავშვთა სამყაროს სავარაუდო დაწვის შედეგად დაზარალებული მოქალაქები სასულიერო პირები არ არიან, მითი სიცოცხლე ნაკლებმნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნითვის?

პატივცემულო ჟურნალისტებო! გამოიჩინეთ თანადგომა! მიბრძანდით ყოველ დღე და გააშუქეთ მოშიმშილეთა მდგომარეობა. სატელევიზიო ეთერი გადავსებულია მხოლოდ დეკანოზის გარშემო მიმდინარე მოვლენებით, რაც, რა თქმა უნდა, საინტერესო თემაა, მაგრამ ბავშვთა სამყაროს სავარაუდო დაწვის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ბედი ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

თანამემამულენო! გავერთიანდეთ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ხელისუფლების ლაქიებმა გამლანძღეს, თითქოს მე პოლიტიკურ ქულებს ვიწერდი როდესაც მივდიოდი მოშიმშილეებთან. მე, ზაზა ხატიაშვილი ვაცხადებდი, რომ ხელისუფლება და მოსახლეობა თუ არ დავეხმარებით ბავშვათა სამყაროს სავარაუდო დაწვის შედეგად დარჩენილ დაზარალებულებს, დადგებოდა ფატალური შედეგი. ჩემი განცხადება არავიან შეისმინა. პრემიერ–მინისტრს დაზარალებულებმა მიმართეს ორი კვირის წინ, პრემიერიდან სართოდ არ მიუღიათ პასუხი და ეს ადამიანი თურმე განიცდის მოქალქეთა ბედს. დღვანდელ ხელისუფლებას, შოთა ხატიაშვილის სახით, სავარაუდოდ დანაშაულებრივი უმოქმედობით, ჰყავს გარდაცვლილი მოქალაქე, რომლის სისხლს, ივანიშვილის ხელისუფლება, სხვადასხვა თემების მანიპულირებით სატელვიზიო ეთერში, ვეღარ გადაფარავს.

60 წლის შოთა ხატიაშვილი არ იყო ცნობილი მხახიობი, იგი ხელსუფლებას წინასაარჩევნოდ ხმების მოგროვებაში ვერ დაეხმარებოდა, ამიტომ მისნაირები გაწირეს", - ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46