როგორ დაიწყევლა მამა გიორგიმ - ადვოკატი მიხეილ რამიშვილი განმარტებას აკეთებს

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2017 - 17:41

დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებაზე, რომ სამართალდამცველები მამა დეკანოზმა დაწყევლა, განმარტებას აკეთებს. 

"მამა გიორგიმ დაწერა და მე პროკურორებს გადავეცი ასეთი ჩანაწერი: თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმითვე,  ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორებს აღნიშნული ჩანაწერი თავად დეკანოზის თხოვნით გადასცეს.

როგორც რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული პოზიციით დეკანოზმა ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემას მხოლოდ მაშინ აპირებს, თუ მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5