ნიკა გვარამია მოსამართლეებს მოუწოდებს, გადაწყვეტილება საკუთარი პროფესიული ღირსების, სინდისისა და კანონმდებლობის საფუძველზე მიიღონ

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2017 - 18:16

ხვალ გადაწყდება არა მარტო რუსთავი 2-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილური, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს,  - აღნიშნულის შესახებ  რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ხვალ გადაწყდება, ექნება თუ არა შანსი ქვეყანას, ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას.

ნიკა გვარამია ხვალ უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ ხვალ, 12:30 საათიდან რუსთავი 2-ს საღამომდე უწყვეტი მაუწყებლობა ექნება.

„პირველის ნახევრიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

არხის გენერალური დირექტორი სერიოზულ დარღვევებზე საუბრობს, როდესაც,  მისივე თქმით, დიდი პალატის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იქნებიან განწყობილები და როდესაც პროცესი მათი დასწრების გარეშე და ზეპირი განხილვის გარეშე მიმდინარეობს.

"ხვალ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს საკუთარ ბედსაც, როგორც სასამართლო სისტემის, ასევე პერსონალურად ყველა მოსამართლე გადაწყვეტს საკუთარ ბედს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას განცხადებით, თუ მოსამართლეები უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იქნება უკანონო, "ყოველი მათგანი ხელს მოაწერს საკუთარ პროფესიულ და კარიერულ თვითლიკვიდაციას. ეს იქნება პროფესიული და კარიერული სუიციდი".

ნიკა გვარამია მოსამართლეებს მოუწოდებს, გადაწყვეტილება საკუთარი პროფესიული ღირსების, სინდისის, შინაგანი რწმენისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიიღონ. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46