საუდის არაბეთის მეფე ინდონეზიაში 1500 თანმხლები პირით და 450 ტონა ბარგით ჩავიდა

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2017 - 16:13

საუდის არაბეთის მეფე სალმანი, აზიური ტურნეს ფარგლებში,  მალაიზიიდან ინდონეზიაში 1500 თანმხლები პირით და  450 ტონა ბარგით ჩავიდა.

მონარქს თან ახლავს 10 მინისტრი და 25 პრინცი. დელეგაცია  ჯაკარტაში შვიდი თვითმფრინავით ჩავიდა და ოთხი სასტუმრო დაიკავა.

ჯაკარტის აეროპორტში მეფის  63 ტონა ბარგი გადმოიტანეს, დანარჩენი ბარგი ბალიზე გაგზავნეს, სადაც მეფე რამდენიმე დღით დასვენებას აპირებს. ჯაკარტაში მას ჩამოყვანილი  Mercedes-Benz S600-ის  ორი მანქანა მოემსახურება. 

 ეს არის საუდის მონარქის პირველი ვიზიტი  ინდონეზიაში გასული 50 წლის განმავლობაში. მეფის აზიური ტური მალაიზიიდან დაიწყო, ინდონეზიის შემდეგ სალმანი იაპონიას, ჩინეთს, მალდივებსა და იორდანიას ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45