I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მედლებით დაჯილდოვდა

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2017 - 13:03

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის XI ბატალიონის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მედლებით დაჯილდოვდა.

ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იურგენ ვაითმა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, გენერალ- მაიორმა მარტინ სმიტმა, საშტაბო უზრუნველყოფის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა პიეტრო ტორნაბენმა, ლოგისტიკის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ედუარდ პენტამ და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა რიჩარდ კაიზერმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის ნატოს მედლებით დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონიალს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და ბაზაზე მომსახურე კოალიციური ძალების სამხედროები დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან მონაწილეობს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ასევე ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.71
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42