ლევან იზორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2017 - 12:06

საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციასთან გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელს ტრეისი ნიველს, აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმძღვანელს იაშ ჰოლბრუკსა და EUCOM-ის წარმომადგენელს, ვიცე-პოლკოვნიკ ჯიმ ინსეტას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმის ფარგლებში საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს და ყურადღება იმ ლოკაციებზე გაამახვილეს, სადაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ერთგვარად ემსახურება იმ წინაპირობების შეფასებას, ანალიზს და ადგილზე ნახვას, რომლის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და ვაზიანში საწვრთნელი ტერიტორიის მოინახულებს და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნისთვის შეფასებასა და ანალიზს გააკეთებს.

„გავაცანით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად უნდა განვახორციელოთ. მათი ვიზიტი ერთგვარად ემსახურება იმ წინაპირობების შეფასებას, ანალიზს და ადგილზე ნახვას, რომელის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება. მათ გეგმაში აქვთ მოინახულონ როგორც კრწანისის ბაზაზე არსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ისე ვაზიანი, სადაც ჩვენ მათთან ერთად წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის - ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5