პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი პედაგოგებს ჭალადიდელი კოლეგების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2017 - 11:48

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგებს სოლიდარობას უცხადებს და პედაგოგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი სოლიდარობას უცხადებს ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგებს. თბილისის 39-ე საჯარო სკოლის პედაგოგების უკომპრომის ბრძოლის შემდეგ, ეს გახლავთ ხელისუფლებისგან დაშანტაჟებული პედაგოგების გამბედაობის მორიგი მაგალითი. როგორც წესი, მასწავლებლები პროტესტს მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში მიმართავენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჭალადიდის სკოლაშიც ასეთი უკიდურესი მდგომარეობაა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სასკოლო პრობლემა უნდა მოგვარდეს მოსწავლეთა უფლებების შელახვისაგან მაქსიმალური თავის არიდებით, თუმცა, უფლებააყრილი პედაგოგისთვის ეს ძნელად განსახორციელებელია და თუ დღეს მოსწავლეთა უფლებების ამგვარი შელახვის საფრთხე არსებობს, ეს უპირველესად განათლების სისტემის არასწორი მენეჯმენტის, ნეპოტისტურად შერჩეული დირექტორებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ოდეერული“ მართვის შედეგია.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი აცხადებს, რომ პედაგოგთა უფლებებისთვის მისი ბრძოლა შედეგიანია, მაგრამ ერთიანობა მაინც არ არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს პედაგოგიურ კორპუსს, რომ ასეთი სტიქიური სამართლიანი პროტესტის დროს, მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი კოლეგებს და საჭიროების შემთხვევაში მიბაძონ კიდეც მათ. მოვუწოდებთ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგებს არ დაიხიონ უკან და არ დაემორჩილონ სამინისტროს დანაშაულებრივი კლანის უკანონო დირექტივებს", - ნათქვამია პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45