2018 წელს SpaceX-ი მთვარეზე ტურისტებს გაუშვებს

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2017 - 00:01

ამერიკული კერძო  კომპანია SpaceX ორ ადამიანს, როგორც ტურისტს, 2018 წელს მთვარეზე გაუშვებს. 

კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი აცხადებს, რომ კოსმოსური ხომალდის მგზავრები კერძო პირები არიან, რომლებმაც "მნიშვნელოვანი ფულადი ინვესტიციები" განახორციელეს.

მასკი  ტურისტების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ისინი  ერთმანეთს კარგად იცნობენ და არ არიან ჰოლივუდელები. ისინი ამ წელს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, შემდეგ კი ფრენისთვის მზადებას დაიწყებენ.

ელონ მასკი აღიარებს, რომ მთვარეზე გაფრენა  სარისკო იქნება, თუმცა მისივე თქმით,  მომავალი ტურისტები სრულად აცნობიერებენ, თუ რაზე მიდიან.

 "რა თქმა უნდა, ისინი არ არიან გულუბრყვილოები,  ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, მაგრამ მაინც, რისკები არ არის ნულოვანი", - განაცხადა მასკმა.

SpaceX-ის გეგმით,  ტურისტების ხომალდი მთვარეს  მხოლოდ შემოუფრენს და ზედაპირზე არ დაჯდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41