ფრიად სახიფათო პროცესები მომდინარეობს მართლმადიდებელი სამყაროს წინააღმდეგ - გიორგი ლაღიძე

სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017 - 22:29

"მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს მართლმადიდებელი სამყაროს წინააღმდეგ დაგეგმილ  სახიფათო პროცესებს უწოდებს.

"ფრიად სახიფათო პროცესები მომდინარეობს მართლმადიდებელი სამყაროს წინააღმდეგ, მოგეხსენებათ საბერძნეთის ეკლესია დაშლილია 4 ნაწილად, ასევე პრობლემებია სერბეთის რუსეთის და უკრაინის ეკლესიებში ამ მიმართულებით. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პროცესები დაიწყო საქართველოშიც, ვფიქრობ, ეს ყოველივე აშკარად გარე ძალების მიერ არის მართული, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტრებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არ აწყობს ეკლესიის ერთიანობა, რასაც ხელს უწყობს საპატრიარქოს შიდა დაპირისპირება თუ კორუფცია. ალბათ დადგა დრო, მოწვეულ იქნას დიდი საეკლესიო კრება და უღირსი მღვდელთ-მთავრებისგან გაიწმინდოს ჩვენი ეკლესია.

მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სულიერ ნავთსაყუდელს სწორედ ეკლესიაში პოულობს და ყოვლად სახიფათოა ქვეყნისთვის საპატრიარქოში განვითარებული პროცესები", - აცხადებს გიორგი ლაღიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55