უფლისციხის სამხედრო ბაზაზე დაჭრილი სამხედრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017 - 17:34

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურე ბ.შ-მ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.

საავადმყოფოში იმყოფება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი