დღეს გამოჩნდება საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მმართველი პრორუსული ძალები - მეუფე პეტრე ცაავა

სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017 - 15:36

მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მისული ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ვარაუდობს, რომ ჩვენების მისაცემად უწყებაში მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო დაიბარეს.

"საჯარო განცხადება რაც გავაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ, პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე აღძრულს და განსაცდელს შევხვდე ღირსეულად", - აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე.

პეტრე ცაავა ასევე, არ გამორიცხავს, რომ  საბოლოოდ ყველა ბრალდებებიდან გამომდინარე,  მამა გიორგი მამალაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს გაუთქმელობის დარღვევით. 

როგორც მეუფე პეტრე აცხადებს, დეკანოზ მამალაძესთან წერილობითი მიმოწერის გარდა, სხვა სახის კონტაქტი არ ჰქონია.

„ერთდერთი წერილობითი მიმოწერა მქონდა მამა გიორგისთან, როდესაც მე პირველად 22 დეკემბერს გამოვედი იმედის ეთერში და ვამხილე საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა, მაშინ შემეხმიანა მამაო, მადლობა გადამიხადა და მეც დავლოცე. სხვა შეხება არ მქონია“,- განაცხადა მიტროპოლიტმა.

 მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ საპატრიარქოს ჩრდილოვან მმართველობასა და მმართველი პრორუსული ძალების მიერ  პროკურატურის მმართველობაზეც ისაუბრა.

„ერთი ძალიან საინტერესოა, რომ იმედის ეთერში ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ დამისვა შეკითხვა, როდესაც მე ვსაუბრობ საპატრიარქოს დე-ფაქტო მმართველის ჩრდილოვან მმართველობაზე და მის რუხ კარდინალობაზე, რა გამოდისო, რომ საპატრიარქოს მართავს ჩრდილოვანი მმართველი და პროკურატურასაც მართავსო? მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო ფაქტი შემეძლო  მომეყვანა, თავი შევიკავე ამ ფაქტის გახმოვანებისაგან, თუმცა დღეს გამოჩნდება ნამდვილად საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მმართველი პრორუსული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რამდენად მართავენ პროკურატურას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ცაავამ.

მეუფე პეტრეს შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევებისა და ასევე სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი