ჩუღურეთის რაიონში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017 - 15:06

 28 თებერვალს, 15:30 საათიდან  ჩუღურეთის რაიონში: ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერენტი გრანელის, გორკის და მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანია წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით  Facebook-ის და განცხადების საშუალებით გაავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ჩუღურეთის რაიონში, ქვლივიძის N20-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 150მმ-იანი წყალსადენის ქსელი დაზიანდა. აღნიშნულ მისამართზე, დაზიანება ფარული სახისაა, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4