ლევან იზორია უკრაინას მარტის ბოლოს ეწვევა

სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017 - 13:53

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

თავდაცვის მინისტრმა უკრაინასთან თანამშრომლობის გეგმებსა და მარტის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა.

„საქართველოში უკრაინის ახალ ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გავუსვით, რომ საქართველო-უკრაინას შორის არსებული, ტრადიციული, მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უნდა გაღრმავდეს. სწორედ, ამ მიზნით თვის ბოლოს იგეგმება ჩემი ვიზიტი უკრაინაში, სადაც სამხედრო სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა მოგვეცემა. ჩვენ, ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო წვრთნების ფარგლებში და წელს უკრაინის მხრიდან მრავალეროვნული წვრთნების ფარგლებში გაზრდილ კონტიგენტს ველოდებით. ამ მიმართულებით უკრაინელებთან თანამშრომლობას ინტენსიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების, უკრაინელი სამხედროებისათვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების შეთავაზების, ასევე დაჭრილი ჯარისკაცების წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის საკითხებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი