7-8 მარტისთვის ლარის კურსის ვარდნას უნდა ველოდოთ - ემზარ ჯგერენაია

სამშაბათი, 28 თებერვალი, 2017 - 12:13

მსოფლიოში მიმდინარეობს დოლარის კურსის გამყარება, რაც აისახება ლარის კურსზე, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა, ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა.

ჯგერენაიას პროგნოზით, ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარება დროებითი ტენდენციაა.

„7-8 მარტისთვის უნდა ველოდოთ ლარის კურსის ვარდნას, რაც გამოწვეული იქნება დოლარის გამყარების ტენდენციით, მსოფლიოში დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარებას იწყებს, ამიტომ ეროვნული ვალუტა დაუბრუნდება ძველ ნიშნულს და 2.65-მდე იმერყევებს“, -გაანცხადა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიუხედავად ლარის კურსის მოსალოდნელი ვარდნისა, ექსპერტი საწვავზე ფასების ზრდას არ ვარაუდობს. მისი განცხადებით, საწვავზე ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პროცესი იყო.

„საწვავზე ფასების ზრდა იმ კომპანიების დამსახურებაა, ვინც განაგებს ქართულ ბაზარზე საწვავის ექსპორტს, საწვავზე ფასების ზრდა ლარის კურსის გაუფასურების დროს უნდა მომხდარიყო მხოლოდ ერთჯერადად და ამას პერმანენტული ხასიათი არ უნდა ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსის გამყარების შენარჩუნება მოსალოდნელი არ არის, საწვავზე ფასების ზრდას არ ვვარაუდობ“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41