ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახალგაზრდული იდეების კონკურსს აცხადებს

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017 - 16:52

28 თებერვალს, 14:00 საათზე, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახალგაზრდული იდეების კონკურსს გამოაცხადებს. კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი არის სახელმწიფო უწყება, რომელიც იდეების პროგრამის განხორციელებით ხელს უწყობს ქვეყანაში ახალგაზრდების სხვადასხვა კუთხით განვითარებას, მათ არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას და ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, ახალგაზრდების დასაქმებას მათივე იდეების ფარგლებში და სამუშაო გამოცდილების დაგროვებას, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების მიერ ინიცირებული საინტერესო იდეების განხორციელებას გადაწყვეტილების მიღების, კულტურის, განათლების, სოციალური მეწარმეობის, გარემოს დაცვის სფეროებში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.

კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეებს, პროგრამულ პრიორიტეტებს და შეფასების კრიტერიუმებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობენ. შემოსულ პროექტებს განიხილავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო და გამოავლენს გამარჯვებულებს.

ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია: 1. დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების მიღებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას; 2. სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვაზე ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას და კულტურას (განსაკუთრებით კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას);

უპირატესობა მიენიჭება: რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ'') და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;

 ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი III, პუნქტი III) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.fondi.gov.ge

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41