თავდაცვის მინისტრი მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის ტესტირებას დაესწრო

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017 - 12:57

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის EJDER საკონტროლო ტესტირებას დაესწრო.

დაჯავშნული ავტომანქანა ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვის და ასევე, ქვეითების საცეცხლე მხარდაჭერისთვის გამოიყენება.  მინისტრმა პოლიგონზე სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერა და EJDER-ის დანიშნულების, ფუნქციების და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„მინისტრთან ერთად ვაზიანის პოლიგონი მოვინახულეთ, სადაც შეჯავშნული მანქანების EJDER-ის სასწავლო ტარებას დავესწარით, ოფიცრებმა აღნიშნული მანქანის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გაგვაცნეს. ისინი პირადი შემადგენლობის უსაფრთხო გადაყვანაში დაგვეხმარება“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

ბრიგადის გენერლის განცხადებით, ჯავშანმანქანები უახლოეს მომავალში საბრძოლო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ შეზღუდული ოპერაციების პირობებში გამოიყენებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4