ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება - გიორგი ახვლედიანი არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017 - 12:39

 ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხდა.

გიორგი ახვლედიანი თვლის, რომ ქვეყანაში, სადაც არსებობს მერების და გამგებლების არჩევის უფლება, პრეზიდენტის არჩევითობა არ უნდა გაუქმდეს.

„პრეზიდენტს რომ გავუუქმოთ არჩევითობა, მე ეს გამართლებულად არ მიმაჩნია, ამ საკითხის ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, ყველაზე ლეგიტიმურად მერი დარჩება ქვეყანაში. პრეზიდენტს თუ წავართვით ყველაფრის უფლება, ხალხი იტყვის, რაღად გვინდა ისეთი პრეზიდენტი, თუ მას მედლის დაკიდების უფლებაც არ ექნებაო. „დემოკრატიული მოძრაობა“ ფიქრობს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება უნდა გაეზარდოს, ეს თუ ასე არ მოხდა, დიდი ალბათობით, ჩვენ დავტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43