მატროსოვის ციხეში დაკავებული მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დაიწყო

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017 - 12:17

ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვას პროკურორი ჯარჯი წიკლაური აწარმოებს.

დაკითხვას ესწრება დეკანოზის ადვოკატები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დეკანოზის ჩვენება ე.წ. ციანიდის საქმეს სრულიად შეცვლის. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძის ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა. პროკურატურის ინფორმაციითვე, დეკანოზს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოეხდინა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46