32-ე ბატალიონის ქვედანაყოფი ქარა ბაღის რაიონში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას ხვდებიან

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017 - 11:29

ქართულ-ავღანური სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ადგილზე არსებული უსაფრთხეობის გარემოს შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქაბულის პროვინციაში, ქარა ბაღის რაიონის გამგებელ აბდულ სენი შარიფთან მორიგი შეხვედრა გამართა. გამგებელმა ქართული ქვედანაყოფის მეთაურს რაიონის გამგეობაში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო. ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.

ქარა ბაღის რაიონის გამგებელმა 32-ე ბატალონის მეთაურს გამგეობაში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სტუმრობა ქარა ბაღის რაიონში განსაკუთრებული ნაბიჯია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისათვის. გამგეობაში შეხვედრის შედეგ, ქართველი მშვიდობისმყოფელები შურაზე (თათბირი) ადგილობრივ მოსახლეობას და მალიკებს (ადგილობრივი უხუცესები) შეხვდნენ. მხარეებმა ქარა ბაღის რაიონში არსებულ პრობლემებზე, განსახორციებელ პროექტებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ქართულმა მხარემ მალიკებს აქტიური მხარდაჭერა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა. ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, შურას ხელმძღვანელმა, შერ შოჰ ორიახილმა ქართულ ქვედანაყოფს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემის ნიშნად, ქართულ მხარეს საჩუქრად ავღანური ტრადიციული სამოსელი გადასცა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, 32-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ქარა ბაღის რაიონს ეწვია. შეხვედრებზე ქართველ სამხედროებთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაბა საიდი იმყოფებოდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არის ჩართული. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39