ამერიკელი კონგრესმენებისგან მივიღეთ ცალსახა და მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში - ლევან იზორია

, 26 თებერვალი, 2017 - 12:26

აშშ-ის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია. კონგრესმენებმა SNGP-ის პაკეტის იმპლემენტაციაზეც მოისმინეს პრეზენტაცია.

„ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრას ორი მნიშვნელოვანი, პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტი ჰქონდა. პოლიტიკური თვალსაზრისით მივიღეთ ძალიან ცალსახა და მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში. სამხედრო ასპექტის კუთხით კი ჩვენ სტუმრად გვყავს ბრიგადის გენერალი, რომელსაც ორი კვირის წინ შევხვდი გერმანიაში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზე. იქედან საჯაროდ განვაცხადე, რომ წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას და ერთ-ერთი გახლავთ ერთობლივად საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ეს ორი კომპონენტი იყო განხილვის საგანი. წელს ამ ორივე მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით ისე სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, ჩვენ გვექნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

აშშ-ის კონგრესმენის პიტერ როსკამის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ღრმა და მნიშვნელოვანია.

„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღრფთოვანება და პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოსა და მისი გადაწყვეტილების მიმართ საკუთარი ერთიანობისა და მთლიანობის საკითხში, ასევე მისი გადაწყვეტილების მიმართ იყოს წარმატებული და განვითარებული ქვეყანა. ჩვენ ვართ პარტნიორები და ამ ურთიერთობებს მომავალშიც გავაგრძელებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა აღნიშნულ რეგიონში, რადგან მის გარშემო ავტორიტარიზმი იზრდება და ქვეყნებზე ზეწოლა ხორციელდება. ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია შევიტყოთ უფრო მეტი იმ ახლო კავშირების და ურთიერთობის ხასიათის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შორის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წინსვლას ნატოსთან ურთიერთობის ჭრილში და ასევე საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარების კუთხით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ავღანეთის მისიაში მონაწილეობისათვის. ჩვენ ვიცით თქვენი დანაკარგების და იმ ძალიხმევის შესახებ, რასაც ავღანეთში, შეერთებულ შტატებთან ერთად აკეთებთ“, - განაცხადა პიტერ როსკამმა.

კონგრესმენ დევიდ პრაისის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ჯარისკაცების წვრთნას, აღჭურვას და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას.

„ მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში. ეს ჩვენი მეექსვე ვიზიტია. ჩვენ ათწლიანი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს. ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტთან და მის წევრებთან. ხშირი არის ვიზიტები როგორც საქართველოში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მეგობრობის დამყარება. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ საკანონმდებლო ინსტიტუტი გახდეს უფრო ეფექტური, რადგან ძლიერი პარლამენტი დემოკრატიის აუცილებელი კომპონენტია. კიდევ ერთხელ გვსურს ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ ქართველი ხალხის მიმართ, ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ წვრთნების მისიას. ქართველი ჯარისკაცების წვრთნა, აღჭურვა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“, - განაცხადა კონგრესმენმა პრაისმა.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. კონგრესმენებს სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენებმა შეხვედრა გამართეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთანაც.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4