ლევან იზორია აშშ-ის კონგრესის დელეგაციას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმასპინძლებს

შაბათი, 25 თებერვალი, 2017 - 17:28

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. ხვალ აშშ-ის კონგრესის დელეგაცია კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ პირადად მიაწვდის ინფორმაციას. კონგრესმენები SNGP-ის პაკეტის იმპლემენტაციაზეც მოისმენენ პრეზენტაციას.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. კონგრესმენებს სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენებმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთანაც გამართეს შეხვედრები. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46